ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია – სამხრეთ კავკასიის ანტიკურობის ნიშნულები

ახალი ამბები

1-3 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (საქართველო) და ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობით გაიმართება საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია „სამხრეთ კავკასიის ანტიკურობის ნიშნულები“.

სამხრეთ კავკასიაში ბრინჯაოსა და რკინის ხანა ხასიათდება მდიდარი არქეოლოგიური და ეპიგრაფიკული ძეგლებით, რომლებიც წარმოაჩენენ რეგიონის უნიკალურ ადრეულ ისტორიას.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონის არქეოლოგიური და ისტორიული კვლევები გაიზარდა, რის შედეგადაც ცოდნა ბრინჯაოს პერიოდის შესახებ უფრო მრავალფეროვანი გახდა. საერთაშორისო კონფერენციაში წარმოდგენილი იქნება კვლევების უახლესი შედეგები რეგიონის მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები არიან ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დრო: 1-3 ივნისი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, T102 აუდიტორია

ვებგვერდი: https://bsca.iliauni.edu.ge/

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები