ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია

ახალი ამბები

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადადის ელექტრონული საქმისწარმოების წესზე.

სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომელთაც სურვილი აქვთ, განაცხადონ თანხმობა საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის XII ნაკადში მონაწილეობაზე, აღარ მოუწევთ მოსვლა სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში. ამის სანაცვლოდ გთავაზობთ ელექტრონული რეგისტრაციის წესს:

შეავსეთ ელექტრონული ფორმა: https://forms.gle/6G1wTCg28fsZNivP8

თანდართული დოკუმენტი შეავსეთ (ხელმოწერის ველი აუცილებლად შეავსეთ ხელით და არა ელექტრონულად) და დასკანერებული ვერსია გამოგზავნეთ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ – „თანხმობის ფორმა“.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 მარტი.

ელექტრონულ საქმისწარმოებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადასული იქნება მანამ, სანამ დარეგულირდება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაცია.

განახლებულ ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში მოგაწვდით.


 

შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

Uni-jobs@iliauni.edu.ge

Nino.sikharulidze@iliauni.edu.ge

2 22 00 09 (270)

+995 557 65 05 46

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები