ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საჯარო ლექცია : გზა წარმატებისკენ –PULSAR AI

ახალი ამბები

22 ნოემბერს , გლობალური მეწარმეობის კვირეულისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია.

ლექციაზე მოწვეული იყო სტარტაპ Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი- ზაალ გაჩეჩილაძე.

პულსარი“ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მომუშავე ქართული სტარტაპია, რომელიც 2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს. თავდაპირველად „პულსარი“ კომპანიებისთვის ქმნიდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს, 2018 წლიდან კი ბიზნესის SaaS (Software as a Service) მოდელზე გადავიდა და პროგრამულ გადაწყვეტილებათა სერვისად მიწოდებაზე დაიწყო მუშაობა.

2019 წელს Pulsar AI გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც 1.2=მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო Silicon Valley-ის ვენჩურული ფონდებისა და კერძო ინვესტორებისგან. ინვესტორებს შორის არიან: Ridge Ventures, 122 West VC, Great Oaks, Ten Eighty Capital, ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი მაიკ მერფი და ა.შ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-4 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ლექცია გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები