Robo Battle 2025
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით და საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით თბილისში ივლისში გაიმართება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი ღონისძიება ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში Robo Battle 2025.
საქართველოს რობოტიკის ასოციაცია მიზნად ისახავს რობოტიკით, ინჟინერიითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების, სტუდენტებისა და პროფესიონალების გაერთიანებას მთელი საქართველოდან.
რა არის Robo Battle?
Robo Battle არის ინოვაციური პლატფორმა, რომლის მონაწილეები შექმნიან საბრძოლო რობოტებს. ტექნიკური, მექანიკური და დიზაინის ელემენტების შერწყმით ააწყობენ რობოტებს, რომლებსაც შემდეგ ბრძოლის ველზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში შეაჯიბრებენ სხვა რობოტებს.
წონითი კატეგორიები:
- Beetleweight – 0.5 – 1.5 კგ
- Hobbyweight – 1.5 – 5 კგ
- Featherweight – 5 – 15 კგ
ვორკშოპები და ინსპირაციული გამოსვლები
ბრძოლების გარდა Robo Battle 2025 ასევე უმასპინძლებს დარგში წარმატებული პროფესიონალების გამოსვლებსა და ვორკშოპებს, რაც მონაწილეებს დაეხმარებათ ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.
დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე: ღონისძიების ბმული
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს − ინჟინერს, სტუდენტს, სტარტაპერსა თუ მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც სურს თავისი იდეა საბრძოლო რობოტის სახით რეალობად აქციოს.
მონაწილეობის პირობები:
- გუნდის წევრთა მინიმალური რაოდენობა: 2, მაქსიმალური − 5
- არასრულწლოვანი მონაწილეების შემთხვევაში აუცილებელია გუნდის შემადგენლობაში იყოს მინიმუმ ერთი 18+ სრულწლოვანი
- შესაძლებელია გუნდის მონაწილეობა ერთზე მეტ წონით კატეგორიაში
- მონაწილეები სრულად პასუხისმგებელნი არიან საკუთარი რესურსებით შექმნილ რობოტებზე
მონაწილეობამდე გაეცანით წესებსა და პირობებს: წესები და პირობები
რეგისტრაცია ღიაა 29 მაისის ჩათვლით: რეგისტრაციის ბმული
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელფოსტაზე: info@gra.ge
2025