რექტორი ნინო დობორჯგინიძე აზერბაიჯანის ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა
ახალი ამბები
20 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევსა და უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძეს შორის.
მხარეებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის პროექტები და პერსპექტივები განიხილეს. დაიგეგმა აქტიური თანამშრომლობა აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებლის მომზადების პროგრამის განვითარებისა და სადოქტორო განათლების მიმართულებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერი საგანმანათლებლო ინსტიტუციაა აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების არჩევანისა და ჩაბარების მაჩვენებლებით. თანამშრომლობის ფარგლებში ისინი სოკარის მიერ დაწესებული სტიპენდიებით სარგებლობენ და სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან.
აღსანიშნავია მათი მონაწილეობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია უნივერსიტეტის მიერ შექმნილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტები – მუშაობდნენ აზერბაიჯანულ წყაროებზე.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად შემოდგომის სემესტრში ელჩი ფაიგ გულიევი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციას გამართავს.
2022 წელი
გალერეა