ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას შემდეგ პროგრამებზე: 

  • მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე / უცხო ენა)“;
  • ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მუსიკა)
  • ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა  (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება );

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამა  (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება - I-IV კლასები);   

 ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 12 სექტემბრის 10:00 საათიდან 2020 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 12 სექტემბერს 10:00 საათზე. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს აპლიკანტი.

რეგისტრაციის შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ  ელ-ფოსტაზე მიიღებთ სარეგისტრაციო კოდს , რომლითაც შეძლებთ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის დროისა და გამოცდაზე მიღებული შედეგის გაგებას.

 ელექტრონული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:
https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/lecturers
  

რეგისტრაციის ინსტრუქციისთვის მიყევით ბმულს: 

რეგისტრაციისას სისტემაში უნდა ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) ავტობიოგრაფია (CV) – ქართულ ენაზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

გ) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გაცემული ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით. რეგისტრაციისას საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის არ არსებობის შემთხვევაში - საგამოცდო ბარათი. (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სავალდებულოა, წარმოდგენილი იყოს  ზემოთ აღნიშნული ცნობა).

დ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;

ე) 3/4 -ზე ფოტოსურათის ელ-ვერსია.

ვ) ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ფაკულტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული  დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის). 

გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ვადები და განრიგი განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და ასევე გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე.  

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდების პროცესის უზრუნველყოფა მოხდება დისტანციურ რეჟიმში.

 

 

ბანერები