ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ქვეყნის მასშტაბით, პირველ ადგილზე არჩევანის მიხედვით, ყველაზე მაღალი კონკურსი ილიაუნიშია

ახალი ამბები

2017 წელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საბაკალავრო მიღების თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა.

2017 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საბაკალავრო საფეხურზე 4027 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული, მათგან 4-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე – 3595, ხოლო ქართული ენის მომზადების (აზერბაიჯანულენოვანთათვის, აფხაზურენოვანთათვის, სომხურ და ოსურენოვანთათვის) საგანმანათლებლო ერთწლიან პროგრამებზე – 432 ვაკანტური ადგილი.

ილიაუნის საბაკალავრო პროგრამები პირველ პრიორიტეტად (პირველ ადგილზე)* წელს 7140-მა აბიტურიენტმა აირჩია (კონკურსი ერთ ადგილზე – 1.99), რაც 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ ყველა სხვა არაპროფილური** უმაღლესი სასწავლებლის შედეგზე  მაღალია. ამგვარად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით არაპროფილურ უმაღლეს სასწავლებლებს შორის ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა (იხილეთ გრაფიკი).



პირველი არჩევანით  კონკურსის მიხედვით
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რეიტინგული 15 საბაკალავრო პროგრამა

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, საქართველოში არსებულ 738 საბაკალავრო პროგრამას შორის, პირველი არჩევანის კონკურსის მიხედვით, რეიტინგში ილიაუნის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა პირველ ადგილზეა.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რეიტინგულ 15 საბაკალავრო პროგრამას შორის ილიაუნის 7 საბაკალავრო პროგრამა ხვდება (იხ. გრაფიკი):


ილიაუნის საბაკალავრო პროგრამები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არსებული
მსგავსი პროფილის საბაკალავრო პროგრამების რეიტინგში
პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით პირველ ადგილზეა

ქვეყანაში არსებულ მსგავს საბაკალავრო პროგრამებს თუ შევადარებთ, ქვეყნის მასშტაბით პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე მოთხოვნადი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:

ილიაუნის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა (ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 15; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა – 180; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე – 12.0;  ჯამური შემოხაზვების რაოდენობა – 2250; კონკურსი ჯამური შემოხაზვებით ერთ ადგილზე – 150.53)

 

 

ილიაუნის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 65; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა – 400; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე – 6.15;  ჯამური შემოხაზვების რაოდენობა – 2952; კონკურსი ჯამური შემოხაზვებით ერთ ადგილზე –  45.11)

 

ილიაუნის ისტორიის საბაკალავრო პროგრამა (ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 65; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა – 273; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე – 4.20; ჯამური შემოხაზვების რაოდენობა – 2785; კონკურსი ჯამური შემოხაზვებით ერთ ადგილზე – 42.85)

 

ილიაუნის დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის საბაკალავრო პროგრამა (ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 50; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა – 195; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე – 3.90; ჯამური შემოხაზვების რაოდენობა – 2001; კონკურსი ჯამური შემოხაზვებით ერთ ადგილზე – 40.01)

 

ილიაუნის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 50; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა – 192; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე – 3.84; ჯამური შემოხაზვების რაოდენობა – 1603; კონკურსი ჯამური შემოხაზვებით ერთ ადგილზე – 32.06)

 

ილიაუნის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა (ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 50; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა – 103; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 2.06; ჯამური შემოხაზვების რაოდენობა – 974; კონკურსი ჯამური შემოხაზვებით ერთ ადგილზე – 19.48)


საბაკალავრო პროგრამები, რომლებიც რაოდენობრივად ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია პირველ ადგილზე

ქვეყანაში არსებულ 738 საბაკალავრო პროგრამას შორის, იმ საბაკალავრო პროგრამების რეიტინგში, რომლებიც რაოდენობრივად ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია:

  • პირველ ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 1350; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა – 2386; პირველ ადგილზე შემოხაზვებით კონკურსი ერთ ადგილზე – 1.77; ჯამური შემოხაზვები – 12444; კონკურსი ჯამური შემოხაზვებით ერთ ადგილზე – 9.22). აღსანიშნავია, რომ ილიაუნის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბიზნესის საბაკალავრო პროგრამების პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსში მეორე ადგილს იკავებს (იხ. 2017 ბიზნესის საბაკალავრო პროგრამების პირველი არჩევანით რეიტინგის გრაფიკი);

  • ამავე რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები ერთიანი მიღებით (ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 1215; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა – 1899; პირველ ადგილზე შემოხაზვებით კონკურსი ერთ ადგილზე – 1.56; ჯამური შემოხაზვები – 9363; კონკურსი ჯამური შემოხაზვებით ერთ ადგილზე –  7.71);
  • ამავე რეიტინგში მეოთხე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა (ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 320; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა – 1201; პირველ ადგილზე შემოხაზვებით კონკურსი ერთ ადგილზე – 3.75; ჯამური შემოხაზვები – 8307; კონკურსი ჯამური შემოხაზვებით ერთ ადგილზე – 25.96). აღსანიშნავია, რომ ილიაუნის სამართლის საბაკალავრო პროგრამა ქვეყნის მასშტაბით არსებულ სამართლის საბაკალავრო პროგრამების პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსში მეორე ადგილს იკავებს (იხ. 2017 სამართლის საბაკალავრო პროგრამების პირველი არჩევანი კონკურსით რეიტინგის გრაფიკი).

 

ილიაუნი მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს ყველა იმ აბიტურიენტს, რომელმაც არჩევანი ჩვენს საბაკალავრო პროგრამებზე შეაჩერა. განსაკუთრებული მადლობა კი იმ 7393 აბიტურიენტს, რომლებმაც ილიაუნი პირველ პრიორიტეტად მიუთითა.


 *კონკურსებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, და არა ჯამური არჩევანით კონკურსის მიხედვით, ვინაიდან აბიტურიენტებს არჩევანის ძალიან ფართო შესაძლებლობა აქვთ  და ბოლო ადგილებზე ისეთ პროგრამებსა თუ უნივერსიტეტებს ირჩევენ, რომლებზეც სწავლის გაგრძელებას არც კი ფიქრობენ.

**4027 ვაკანტური ადგილი შემდეგი გადანაწილებით – 3595 ვაკანტური ადგილი 4-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე, ხოლო 432 ვაკანტური ადგილი ქართული ენის მომზადების (აზერბაიჯანულენოვანთათვის, აფხაზურენოვანთათვის, სომხურ და ოსურენოვანთათვის) საგანმანათლებლო ერთწლიან პროგრამებზე. 4-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე კონკურსი ერთ ადგილზე – 1.99, ხოლო ჯამურად ყველა პროგრამაზე (ქართული ენის მომზადების ერთწლიანი პროგრამების მაჩვენებლის ჩათვლით) – 1.84.

***პროფილური უმაღლესი სასწავლებლები, რომლებსაც აქვთ, მაგალითად, მხოლოდ სამედიცინო, მხოლოდ მუსიკალური, მხოლოდ სამხატვრო და ა.შ. პროფილი. 

ბანერები