ღონისძიებები
23 იანვარი, 2026
ახალი ამბები
14 იანვარი, 2026
ახალი ამბები
26 დეკემბერი, 2025
„ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის" სტუდენტებისთვის სასწავლო ჯილდო 2025-2026 სასწავლო წლისთვის
ახალი ამბები
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისათვის „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის“ სტუდენტები მიიღებენ სასწავლო ჯილდოს, რაც გულისხმობს სწავლების სემესტრული საფასურის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.
სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- სწავლობდეს ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე;
- არ იღებდეს სასწავლო გრანტს ან რაიმე სხვა სახის სწავლის დაფინანსებას;
- ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და საანგარიშო სემესტრში თითოეულ გავლილ საგანში მისი შეფასება შეადგენდეს არანაკლებ 85 ქულას;
- მიღებული ჰქონდეს სემესტრში მინიმუმ 30 კრედიტი;
- იყოს სწავლების პირველი ან მეორე სემესტრის სტუდენტი, დამატებითი სემესტრის სტუდენტი დაფინანსებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრის დასრულებისას დაფინანსდებიან შესაბამის სემესტრში პროგრამის სტუდენტთა აკადემიური მოსწრების საფუძველზე შედგენილი რეიტინგის მიხედვით.
2025