„ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის“ სტუდენტებისთვის სასწავლო ჯილდო 2024-2025 სასწავლო წლისათვის
ახალი ამბები
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისათვის „ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის“ სტუდენტები მიიღებენ სასწავლო ჯილდოს, რაც გულისხმობს სწავლების სემესტრული საფასურის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.
სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) სწავლობდეს ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე;
ბ) არ იღებდეს სასწავლო გრანტს ან რაიმე სხვა სახის სწავლის დაფინანსებას;
გ) ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და საანგარიშო სემესტრში თითოეულ გავლილ საგანში მისი შეფასება შეადგენდეს არანაკლებ 85 ქულას;
დ) მიღებული ჰქონდეს სემესტრში მინიმუმ 30 კრედიტი;
ე) იყოს სწავლების პირველი ან მეორე სემესტრის სტუდენტი, დამატებითი სემესტრის სტუდენტი დაფინანსებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრის დასრულებისას დაფინანსდებიან შესაბამის სემესტრში პროგრამის სტუდენტთა აკადემიური მოსწრების საფუძველზე შედგენილი რეიტინგის მიხედვით.
2024