ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Python Development-ის პრაქტიკული კურსი უნილაბისგან

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას პროექტის ილიაუნი+ ფარგლებში მოიპოვოთ დაფინანსება უნივერსიტეტისგან და გაიაროთ კიბერლაბორატორია უნილაბის  Python Development-ის პრაქტიკული კურსი.  


კურსის აღწერა

სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning) პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით.  14 ლექციის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იმუშავებთ რეალურ პროექტებზე. რეალურ პროექტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებს ლექტორები გაგიწევენ.  

  • კურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი ხელმისაწვდომია ბმულზე:    https://bit.ly/35yclDn

ვინ მასწავლის?

თემურ ჩიჩუა -  კომპანია AnimaChatbotics-ის მოქმედი Python Developer-ი. გუნდთან ერთად, Python-ის გამოყენებით მუშაობს კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებაზე: Image Processing, Natural Language Processing, Hardware Development, Data analysis, Web Services. კურსის განმავლობაში გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას ტექნოლოგიებზე რომელსაც ყოველდღიურ სამუშაო გარემოში იყენებს.


როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2020 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://cutt.ly/jgQO725

ბანერები