ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროგრამის Venture Elevator გახსნა

ახალი ამბები

17 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართა პროგრამის Venture Elevator საზეიმო გახსნა, რის შედეგადაც პროგრამამ ოფიციალური სტარტი აიღო.

საღამოზე მოწვეულმა სტარტაპებმა, პროგრამის ხელმძღვანელი გუნდისგან, მიიღო პროგრამის სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პასუხი გაეცა სტარტაპერებისთვის საინტერესო ყველა კითხვას.

Venture Elevator არის პროგრამა, რომელიც მოწოდებულია რომ დაეხმაროს სტარტაპებს გლობალური ექსპანსიის დაჩქარებაში.

პროგრამა თავის მხრივ შედგება 8-კვირიანი სატრენინგო ციკლისგან და იგი მოიცავს როგორც მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს, ისე მენტორებთან კონსულტაციებსა და საინვესტიციო პრეზენტაციების წარდგენაში (Pitching) წვრთნებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან აშშ-ს საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Startup Grind Tbilisi და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ბანერები