ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიის მე-5 სექციის წევრ კორესპონდენტად აირჩიეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიის (Académie des Sciences d’Outre-Mer)
მე-5 სექციის წევრ  კორესპონდენტად აირჩიეს და ის კლოდ ბრიან - პონსარის პოზიციას დაიკავებს.

მეხუთე სექცია აერთიანებს განათლების, ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების სფეროებში მოღვაწე აკადემიკოსებს: 22 სრულ წევრსა და 17 წევრ კორესპონდენტს.

აკადემიის შესახებ:

აკადემია დაარსებულია 1957 წელს პარიზში. მისი წევრები არიან სხვადასხვა სფეროს ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც გაერთიანებული არიან 5 თემატურ სექციაში.
აკადემიის დევიზია ცოდნა, გაგება, პატივისცემა, სიყვარული.
აკადემიკოსები შრომებს გამოსცემენ ჟურნალში Mondes et Cultures. აკადემია გამოსცემს აგრეთვე ბიოგრაფიულ ლექსიკონს Hommes et Destins, რომელიც ეძღვნება იმ ფრანგ და უცხოელ ცნობილ პიროვნებებს, რომლებიც მოღვაწეობენ საფრანგეთის ფარგლებს გარეთ და წვლილი შეაქვთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაში.
აკადემიას კავშირი აქვს მრავალრიცხოვან უცხოურ ინსტიტუციასა თუ უნივერსიტეტთან.

ბანერები