ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი აკადემიური პალმების უმაღლესი ხარისხის კომანდორის ორდენით დაჯილდოვდა

ახალი ამბები

15 თებერვალს დიეგო კოლასმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის მიმართულების პროფესორს,  მზაღო დოხტურიშვილს საქართველოში ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის გაწეული მრავალფეროვანი მოღვაწეობისათვის აკადემიური პალმების უმაღლესი ხარისხის კომანდორის ორდენი გადასცა.
აკადემიური პალმების ორდენი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ჯილდო, 1808 წელს იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა დააარსა.  პროფესორ მზაღო დოხტურიშვილს ასევე მინიჭებული აქვს აკადემიური პალმების ორდენის კავალერისა და ოფიცრის წოდებები.

მას წლების განმავლობაში მიჰყავდა ფრანგული ენის გაკვეთილები საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე.

პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი (ICRIDIT) დამფუძნებელი და დირექტორია. CODFREURCOR-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ფრანკოფონური სადოქტორო კოლეჯის დამფუძნებელი  და დირექტორი (2012-2015 წლებში) ამჟამად ამავე კოლეჯის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. 2010-2016 წლებში იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენელი A.F.E.L.S.H.-ის ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ფილოლოგიის ფაკულტეტების საერთაშორისო ფრანგულენოვანი ასოციაცია აღმასრულებელ კომიტეტში. 

ფრანგულენოვანი ჟურნალის EISH (Etudes interdisciplinaires en Sciences humaines – ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნირებებში) დამფუძნებელი და რედაქტორი (2014 წლიდან გამოცემული აქვს 7 ნომერი)  და  4 საერთაშორისო კრებულის თანარედაქტორია, ასევე საერთაშორისო ჟურნალის Language Research (Zabanpazhuhi) რედკოლეგიის წევრი.

2000 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლ ვალერის უნივერსიტეტ მონპელიე 3-თან (საფრანგეთი) თანამშრომლობის კოორდინატორი.                                                                                       
2018 წლიდან  მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტია, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან – პარიზის ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიის (Académie des Sciences d’Outre-Mer) წევრ-კორესპონდენტი.

მზაღო დოხტურიშვილი 2019 წლის გონკურის პრემია. საქართველოს არჩევანი ჟიურის თავმჯდომარეა; ლიტერატურული ნაწარმოებების ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმნის სფეროში დაწესებული გერონტი ქიქოძის პრემიის მიმნიჭებელი ჟიურის თავმჯდომარე.

2020 წლის 26 ნოემბრიდან საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებელი და პრეზიდენტია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ქალბატონ მზაღო დოხტურიშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. 

 

 

 

ბანერები