პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი ტრავმული სტრესის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი მეორე სამწლიანი ვადით აირჩიეს ტრავმული სტრესის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების (International Society for Traumatic Stress Studies − ISTSS) დირექტორთა საბჭოს წევრად.
ტრავმული სტრესის კვლევის საერთაშორისო საზოგადოება ტრავმული სტრესის დარგში ყველაზე წარმომადგენლობითი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 2400-ზე მეტ წევრს მსოფლიოს 43 ქვეყნიდან. დირექტორთა საბჭოს წევრებს ირჩევენ არჩევნების გზით.
დირექტორთა საბჭოში ქართველი მეცნიერი და მისი სახით ქართული პროფესიული თემი მონაწილეობს ფსიქოტრავმატოლოგიის დარგში თანამედროვე სტრატეგიებისა და პრიორიტეტების განსაზღვრასა და განხორციელების ხელშეწყობაში.
ჯანა ჯავახიშვილთან ერთად დირექტორთა საბჭოს წევრებად წელს აირჩიეს არკანზასის (აშშ), იელის (აშშ), მეჯიროს (იაპონია), ნიუ ჯერსის (აშშ), ტორონტოს (კანადა), ციურიხის (შვეიცარია) უნივერსიტეტების და ლონდონის სამეფო კოლეჯის (გაერთიანებული სამეფო) პროფესორები.
ილიაუნი ულოცავს ქალბატონ ჯანას ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
2025