ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროფ. რიჩარდ პაიპსის ლაბორატორიის სტიპენდია მკვლევართათვის

ახალი ამბები

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის რიჩარდ პაიპსის ლაბორატორია აცხადებს მიღებას მკვლევართა სასტიპენდიო პროგრამისათვის. 

სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიმართულების მკვლევრებისათვის. პროგრამა სტიპენდიის მფლობელს საშუალებას აძლევს, 2 კვირიდან 1 თვემდე პერიოდით ისარგებლოს პროფ. რიჩარდ პაიპსის ბიბლიოთეკით, რომელიც რუსეთის იმპერიისა და  საბჭოთა კავშირის შესახებ წიგნების კოლექციითაა მდიდარი. 

სტიპენდიის ოდენობაა 5,000 PLN. ვიზიტის განხორციელება 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდეა შესაძლებელი. 

განაცხადების წარდგენის  ბოლო ვადაა 2020 წლის 15 მარტი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები