ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტის ,,საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის“ მე-2 ნაკადზე რეგისტრაცია იწყება

ახალი ამბები

პროექტის ,,საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის“ მე-2 ნაკადზე რეგისტრაცია იწყება

„დემოკრატიისგანვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 24 იანვრიდან აგრძელებს პროექტს „საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლე გოგოებში ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციას.

პროგრამა ინდივიდუალური ფედერალური დახმარების ჯილდოა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროს ქეთევან დარახველიძეს, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების (ედმუნდ მასკის 2007-2009 სამაგისტრო პროგრამა, UGRAD 2003-2004) კურსდამთავრებულს, გადასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო პროგრამის (დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020) ფარგლებში.

პროექტის მთავარი მიზანია, გოგოები დააინტერესოს ტექნიკური და საინჟინრო დარგებით, ანუ დაეხმაროს მათ, აირჩიონ საინჟინრო კარიერა ამ დარგში წარმატებულ ქალთა მენტორობით, რაც ითვალისწინებს კოდირების, ინჟინერიის სწავლებასა და სახალისო კონკურსებში მონაწილეობას.

პროექტი გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში. მისმონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ  შეისწავლონ:

  • ბლოკური პროგრამირება;
  • მიკროელექტრონიკის კომპონენტები;
  • DJI Tello Edu დრონის პროგრამირება;
  • OTTO bot-ის პროგრამირება.

► პროექტის ბოლოს მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ OTTO bot-ები.

► შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, Zoom-ის საშუალებით.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით.

► ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგოებს, რომლებიც  დაინტერესებულნი არიან ტექნიკური და საინჟინრო დარგებით.

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 18 იანვრისა.კანდიდატები შეირჩევიან პირადი მოტივაციის საფუძველზე

► სააპლიკაციო ფორმა – https://forms.gle/tQw9e9o2RE73gdUN8

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 26 მოსწავლეს, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია.

 შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2021 წლის 21 იანვრისა.

ვრცლად პროექტის შესახებ:-https://bit.ly/302WKsW

ბანერები