ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)“ ფარგლებში ტრენერთა გადამზადება

ახალი ამბები

2018 წლის 14-17 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ტრენერთა გადამზადების კურსსა და სამუშაო შეხვედრას ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანალებლო დაწესებულებაში (INTEGRITY) ფარგლებში.

ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ერთობლივად მოამზადეს პროექტში ჩართულმა ევროპელმა პარტნიორებმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. შეხვედრების პირველი ორი დღე დაეთმო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური წერის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორებიცაა: თანამედროვე სწავლების მეთოდები, სწავლების პროცესში გამოყენებული ან გამოსაყენებელი აქტივობები, შეფასების სისტემა, აკადემიური კურსის მიზნები. გარდა ამისა, სემინარზე ყურადღება გამახვილდა სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სერვისებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც სტუდენტებისთვის ასევე აკადემიური პერსონალისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას.

კურსის მნიშვნელოვანი ნაწილია 2018 წლის სექტემბრამდე პროექტში ჩართულ ყველა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამუშაო შეხვედრების გამართვა როგორც სტუდენტებთან ასევე აკადემიურ/ადმინისტრაციულ  პერსონალთან, რათა  ქუთაისის შეხვედრის დროს განხილული საკითხებს უფრო ფართო აუდიტორია  გაეცნო.

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მეირ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘INTEGRITY’ მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის ევროპელი პარტნიორები

  • როეჰემპტონის უნივერსიტეტი (University of Reohampton, ინგლისი)
  • უფსალას უნივერსიტეტი (University of Uppsala, შვედეთი)
  •  ვენის უნივერსიტეტი (University of Vienna, ავსტრია)
  •  დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University, ირლანდია)

პროექტის პარტნიორი ქართული უმაღლესი სასწავლებლები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
  • შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  •  საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
  •  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
  • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი

პროექტის სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მთავარი პარტნიორი სტრუქტურული ღონისძიების მიმართულებით)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ასოცირებული პარტნიორი)
ბანერები