ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტი ილიაუნი +: უნილაბის დისტანციური კურსები სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

პროექტი ილიაუნი+ გაზაფხულის სემესტრში დისტანციურად განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ინტენსიური 3-თვიანი კურსებიდან გაიაროთ ერთ-ერთი:

ლექციები გაიმართება სინქრონულ დისტანციურ (Synchronous distance learning) ფორმატში Google Meet-ის საშუალებით. 14 ლექციის შემდეგ პროექტის მონაწილეები ერთი თვის განმავლობაში საკუთარ პროექტებზე იმუშავებენ. ამ პერიოდში მათ საკონსულტაციო შეხვედრები ექნებათ ლექტორებთან.    

შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო ჯგუფის თითოეული წევრი, რომელიც პროექტის ფინალურ ეტაპზე საუკეთესო პროექტებს წარადგენს სასტიპენდიო ვაუჩერით დაჯილდოვდება უნივერსიტეტისგან.   

პროექტის პირველი ეტაპი

პირველ ეტაპზე შესაძლებლობა გექნებათ, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის 4 პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი აირჩიოთ აირჩიოთ და გაიაროთ. 


კურსების ჩამონათვალი 


ციფრული მარკეტინგი


  wordpress დეველოპმენტი


Front-end (html, css) და UX დიზაინის საწყისები


Python დეველოპმენტი


კურსის დასასრულს თითოეული სტუდენტი შეასრულებს ფინალურ პროექტს. მისი წარმატებით შესრულების შემთხვევაში სტუდენტი პროექტის მეორე ეტაპზე გადავა.შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეორე ეტაპი

პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით რეალური პროექტის განხორციელებას.  

პროექტის მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები შექმნიან 4 წევრისგან შემდგარ ჯგუფებს და განახორციელებენ რეალურ პროექტებს.

პროექტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შემდეგ კატეგორიებში:

  • ვებპროექტი
  • ციფრული კამპანია
  • ვებგვერდი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სასტიპენდიო ვაუჩერით დააჯილდოვებს საუკეთესო პროექტის ავტორი გუნდის თითოეულ წევრს და ამასთან მხარს დაუჭერს შერჩეული პროექტების შემდგომ განვითარებას.

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს.

როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2020 წლის 13 მაისის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ფორმაში მოცემული სატესტო დავალება, დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ კანდიდანტები გაივლიან გასაუბრებას. შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის ღირებულებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს. 

როგორ შევავსო სააპლიკაციო ფორმა?

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

  • პროექტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განხორციელებისთვის;
  • შეიძინო ისეთი ცოდნა, რომელიც დაგეხმარება გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში;
  • მოიპოვო სტიპენდია ან პროექტის მხრდაჭერა.



ბანერები