პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრ Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით იწყება განაცხადების მიღება პრეაქსელერაციის პროგრამაზე.
6-კვირიანი პრეაქსელერაციის მიზანია ხელი შეუწყოს ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს:
- საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის გაცნობაში;
- Საერთაშორისო და ქართული საინვესტიციო და საგრანტო ფონდების მოძიებასა და განაცხადების დახვეწაში;
- ანტრეპრენერული უნარ-ჩვევებისა და აზროვნების განვითარებაში;
- ტექნოლოგიური სტარტაპიდეების განხორციელებასა და გუნდის განვითარებაში.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც გუნდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მინიმუმ ერთი მოქმედი და/ან კურსდამთავრებული სტუდენტი ჰყავს და სურთ თავისი ინოვაციური იდეების განვითარება და სტარტაპად ჩამოყალიბება.
პროგრამა დასრულდება დემო დღით, რომელზეც მონაწილეები თავიანთ იდეებს გააცნობენ სპეციალურ ჟიურის.
პროგრამაზე შერჩევის კრიტერიუმები:
- იდეის ინოვაციურობა (ინოვაციური მოწყობილობა, სერვისი ან/და პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია და ა.შ.) - 10 %
- სტარტაპიდეის რეალისტურობა, განხორციელებადობა - 10 %
- პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია - 80 %
პროგრამა იყოფა 6 ძირითად ნაწილად:
- იდეების გენერირება და დახვეწა
- პროტოტიპირება და ვალიდაცია
- ბიზნესმოდელის დახვეწა და ფინანსები
- საინვესტიციო ფონდების მოძიება
- საგრანტო განაცხადების დაწერის ტექნიკები
- საინვესტიციო პიჩის მომზადება
პროგრამა დაიწყება 1 ივლისს.
პროგრამა დასრულდება 10 აგვისტოს.
ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/9ya2oDuHAkBg5FA98
რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 23 ივნისი, 23:59 საათი
2024