


პოსტერების კონკურსი - „მე-12 ფეხბურთელის ხმა"
ახალი ამბები
თუ ხარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობ ევრო 2024-ზე, უნივერსიტეტი გაძლევს შანსს, ხმა მიაწვდინო ჩვენს ფეხბურთელებს!
იფიქრე, როგორ გაზარდო ნაკრების მოტივაცია და ჩაერთე კონკურსში „მე-12 ფეხბურთელის ხმა“.
ილუსტრირებული ნამუშევარი უნდა წარმოადგენდეს გზავნილს, სლოგანს, მესიჯს, მოწოდებას, რომელიც ფეხბურთელთა მოტივაციას გაზრდის.
ნამუშევარი შეგიძლია წარმოადგინო შემდეგი ფორმით:
- გრაფიკული ილუსტრაცია
- ხელით შესრულებული პოსტერი, ტრანსპარანტი ( მინიმალური ზომა – A3).
საუკეთესო პოსტერების ავტორები დაჯილდოვდებიან:
- I ადგილი – 1000 ლარი
- II ადგილი – 800 ლარი
- III ადგილი – 500 ლარი
საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 13 ივნისი, 18:00 საათი.
ნამუშევრების ელექტრონული ვერსია გამოგზავნეთ მეილზე: PR@iliauni.edu.ge, ხელით შესრულებული ნამუშევარი კი მოგვაწოდეთ ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5 , ოთახი F209, 12:00-18:00)
ნამუშევრები გამოიფინება 18 ივნისს, ილიაუნის განახლებულ სპორტულ მოედანზე.
გისურვებთ წარმატებას!
2024