


პირველკურსელთა რეგისტრაცია
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 2-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), შემდეგ მისამართებზე:
ა) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, B კორპუსი, ოთახი B101;
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – გ. წერეთლის გასასვლელი N3, S კორპუსი, ოთახი S103;
გ) სამართლის სკოლა – ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, A კორპუსი, ოთახი A 409;
დ) ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, E კორპუსი, ოთახი E 207.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის, სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
დ) 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ე) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა, გაცემული შესაბამისი ორგანოდან.
18 წლამდე ასაკის პირს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მეურვემ - შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები).
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.
2024 წელი