ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა 2019/2020 სასწავლო წლისათვის

კონკურსები

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი აცხადებს სრულ სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამას 2019/2020 სასწავლო წლისათვის:

ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მიღება სრულ სამაგისტრო (2-წლიანი) და სადოქტორო (4-წლიანი) საფეხურზე. პროგრამა ფარავს სწავლის, საცხოვრებლისა და დაზღვევის ხარჯებს. ამას გარდა, გამარჯვებულ სტუდენტებს დაენიშნებათ ყოველთვიურისტიპენდია. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ ინგლისურ ან ჩინურ ენაზე, ასევე გაიარონ ჩინური ენის შემსწავლელი კურსები.

პროგრამაში მონაწილეობისათვის, პირველ ეტაპზე, სტუდენტმა უნდა შეავსოს თანდართული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც იგზავნება შემდეგ ელ.ფოსტაზე: master_phd@bit.edu.cn. საბუთის შევსებისა და გაგზავნის ბოლო ვადა გახლავთ 31 დეკემბერი, 2018 წელი.

შევსებული საბუთის გაგზავნის შემდეგ, გთხოვთ, დაელოდეთ მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მიღებას მომდევნო ეტაპთან დაკავშირებით.


დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E 208,
ტელ.: +995 32 2 22 00 09 (367)
ელფოსტა: foreign-relations@iliauni.edu.ge.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები