ახალი ამბები
30 ნოემბერი, 2024
ახალი ამბები
28 ნოემბერი, 2024
ახალი ამბები
22 ნოემბერი, 2024
ონლაინტრენინგი „შეფასების ინსტრუმენტი: ABLLS-R“
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ონლაინტრენინგზე ABLLS-R.
შეფასების ინსტრუმენტი ABLLS-R-ი აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში აფასებს ენისა და დასწავლის ბაზისურ უნარებს.
ონლაინტრენინგის მონაწილეები:
- გაეცნობიან შეფასების ინსტრუმენტს ABLLS-R-ს;
- ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
- შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური პროგრამის შემუშავებას.
ტრენინგს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:
- სალომე მინდორაშვილი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი
- ანი შაყულაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი
ტრენინგის დაწყების დრო: 16 ნოემბერი, 2024
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/RW8tNCTHXv8R6vmS9
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2024