ონლაინტრენინგი კომუნიკაციის, ქცევის და ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი ცხოვრებისთვის აუცილებელი – EFL
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრენინგზე „კომუნიკაციის, ქცევის და ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი „ცხოვრებისთვის აუცილებელი““ – EFL. შეფასების ინსტრუმენტი EFL-ი აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში აფასებს ფუნქციურ უნარებს.
ტრენინგის მიზანია:
- მსმენელებს მიაწოდოს თეორიული ცოდნა ფუნქციური უნარების შესაფასებელი ინსტრუმენტის შესახებ;
- ასწავლოს ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდის შერჩევის გზები;
- ასწავლოს აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით უნარების შეფასება და პროგრამის გაწერა.
ტრენინგს ჩაატარებს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერი ანა წურწუმია, ფსიქოლოგიის მაგისტრი, რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი
ტრენინგის დაწყების დრო: 15 ნოემბერი
დეტალური განრიგი იხილეთ ბმულზე:
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 16
ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია გავლილი გქონდეთ:
- ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი;
- სასურველია: შეფასების ინსტრუმენტი – ABLLS ან/და VB-MAPP.
ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/SvsMEMjj5oY5E2zp6
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2025