ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

On.ge-ის ჟურნალის განყოფილებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თემურ ზოიძე უხელმძღვანელებს

ახალი ამბები

On.ge-ის ჟურნალის განყოფილებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თემურ ზოიძე უხელმძღვანელებს.

თემურ ზოიძე ილიაუნისა და ონლაინგამოცემა On.ge-ის საერთო ჟურნალისტური პროექტის, „რჩეულის“ პირველი ნაკადის სტიპენდიატი იყო.

პროექტი კონკურსით შერჩეულ სტუდენტებს, რომლებსაც ჟურნალისტიკაში პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა სურთ, On.ge-ის რედაქციაში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალებას აძლევს.

თემური იხსენებს, როგორ გადაწყვიტა, პროექტის მონაწილეთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა: „ახალ გამოწვევებს ყოველთვის მეტისმეტი სიფრთხილით ვეკიდები და მგონია, რომ ჩემი შესაძლებლობები არასდროსაა საკმარისი. ამავე მიზეზით, როცა მეოთხე კურსზე „რჩეულის“ შესახებ გავიგე, მიუხედავად პროექტით დაინტერესებისა, მონაწილეობას ვერ ვბედავდი. საბოლოოდ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და მიღებული გამოცდილება დამეხმარა უკეთ გამეაზრებინა, რომ საკუთარ თავს ხშირად საჭიროზე მეტ დაბრკოლებას ვუქმნიდი ბევრი სტუდენტის მსგავსად, რომლებიც ცხოვრების პირისპირ მარტო პირველად აღმოჩნდებიან ხოლმე“.

თემურს წარმატებას ვუსურვებთ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში და On.ge-ის მადლობას ვუხდით თანამშრომლობისა და ჩვენი სტუდენტების კარიერულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ვრცლად: https://bit.ly/2Yly4yZ

2021 წელი

 

ბანერები