ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

NASA Space Apps Challenge 2024 ბრუნდება

ახალი ამბები

5-6 ოქტომბერს დაიწყება ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2024. 

NASA-ს ჰაკათონი ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას გვთავაზობს, რომლებზეც უნდა იმუშაონ მონაწილეებმა. 2024 წლის ჰაკათონის მთავარი თემაა “The Sun Touches Everything".

წლევანდელი გლობალური ჰაკათონი NASA-სა და 15 კოსმოსური სააგენტოს პარტნიორობით ხორციელდება. 

ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ ფარგლებში. 

Space Apps წელსაც ერთდროულად განხორციელდება სხვადასხვა რეგიონში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონული ცენტრის ბაზებზე: 

  • კასპი 
  • ზუგდიდი 
  • ოზურგეთი 
  • ბათუმი 
  • თელავი 
  • გურჯაანი 
  • ახმეტა 
  • სენაკი 

 ჰაკათონის ქომუნითი პარტნიორია კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების განვითარების ასოციაცია CG Georgia.

შერჩეულ მონაწილეებს ჰაკათონის დროს წაუკითხავენ თემატურ მოხსენებებს, გაიმართება მენტორინგი და ვორკშოპები, ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.  

NASA Space Apps, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გლობალური ჰაკათონი, 225-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა ამოცანასთან გასამკლავებლად.  

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით. ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 6 პირია (ინდივიდუალურად რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილეები ჰაკათონის მიმდინარეობისას დაჯგუფდებიან და/ან შეძლებენ დაიმატონ წევრები). 

იმის მიუხედავად, ჯგუფი როდის შეიქმნება, Space Apps-ის დაწყებამდე მონაწილეებს არ აქვთ პროექტებზე მუშაობის დაწყების უფლება. 

აუცილებელია, რომ გუნდის ერთმა წევრმა მაინც იცოდეს ინგლისური ენა, რადგან გამარჯვებული პროექტი წარდგენილი იქნება Global Awards–ზე.

განაცხადს ავსებს გუნდის ერთი წარმომადგენელი, რომელიც ფორმაში უთითებს ყველა წევრის საკონტაქტო ინფორმაციას. 

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წელს ზემოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და სწრაფვა დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდ გამოწვევებს მოუძებნოს ინოვაციური გადაწყვეტა. 

 ჰაკათონის ფარგლებში მოცემულია სხვადასხვა ამოცანა კატეგორიების მიხედვით:

  • ასტროფიზიკა 
  • კლიმატი 
  • მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია მრავალფეროვნება და თანასწორობა დედამიწის მეცნიერება 
  • თამაშები 
  • გრაფიკული დიზაინი 
  • აპარატურული უზრუნველყოფა 
  • ღია მეცნიერება 
  • პლანეტები და მთვარეები 
  • სახალხო გამოსვლა 
  • პროგრამული უზრუნველყოფა 
  • კოსმოსური კვლევა 
  • სტატისტიკა 
  • ფოტოგრაფია/ვიდეოგრაფია 
  • ვებ დეველოპმენტი 
  • მზე დეტალურად 

გამოწვევების შესახებ იხ.: https://www.spaceappschallenge.org/2024/challenges/ 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:https://forms.gle/FPp5vgxvt2bgxn1g6  

რეგისტრაციის დროს მონიშნეთ ის ადგილი, სადაც იღებთ მონაწილეობას. 

რეგისტრაცია სრულდება 1-ელი ოქტომბრის 23:59 საათზე.

ჰაკათონი გაიმართება რეგიონული ტექნოპარკების ბაზებზე შესაბამისი ადგილების მიხედვით. 

დაიწყება 5 ოქტომბერს და 48 საათს გაგრძელდება, 6 ოქტომბერს გაიმართება დემო დღე-ფიჩინგი და დაჯილდოების ღონისძიება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge (თითოეულ ადგილზე მიმართეთ შესაბამის კოორდინატორს); კითხვა-პასუხი: https://bit.ly/45GxU2u

2024

 

ბანერები