ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მიღება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2022-2023

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

ბიზნესის სკოლა

ტექნოლოგიის სკოლა

განათლების სკოლა


რეგისტრაციის ვადები და პროცედურა

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა აპლიკანტებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ     რეგისტრაციის ბაზის საშუალებით: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters 2022 წლის 15 აგვისტოდან 26 აგვისტოს 23:59 საათის  ჩათვლით.

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 15 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) 2022 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

გ) ფოტოსურათი;

დ) უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი  განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;

ე) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი, სადაც მითითებული უნდა იყოს მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი.

ვ) სამხედრო  აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)

გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი ფაკულტეტი და პროგრამა და ისე გამოაგზავნეთ განაცხადი, განაცხადის გამოგზავნის შემდეგ ფაკულტეტს და პროგრამას ვეღარ დაამატებთ! 

რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი სამაგისტრო პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.


შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი

ინგლისური ენის გამოცდების განრიგი

შიდასაუნივერსიტეტოს პეციალობის გამოცდებისა და გასაუბრებების განრიგი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმის მენეჯმენტი) - 2022 წლის 1 სექტემბერი - ქეისი
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი - 2022 წლის 2 სექტემბერი - ქეისი   2022  წლის 3, 4, 5, 6  სექტემბერი ზეპირი გამოცდა
  • MBA (ENG) - 2022 წლის 3 სექტემბერი - ქეისი
  • საზოგადოებრივი ურთიერთობები - 2022 წლის 2,3,4 სექტემებრი - გასაუბრება 

* დამხმარე ლიტერატურა - საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა - დენის ლ. უილკოქსი გლენ ტ. კამერონი.

  • სპეციალური განათლება - 2022 წლის  31 აგვისტო, 1, 2, 5, 6, 7 სექტემბერი. - გასაუბრება
  • განათლების ადმინისტრირება -2022 წლის  31 აგვისტო, 1, 2, 5, 6, 7 სექტემბერი.- გასაუბრება

* დამხმარე ლიტერატურა -- კანონი ზოგადი განათლების შესახებ/უმაღლესი განათლების შესახებ

  • ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება - 2022 წლის 1, 2, 5, 6 სექტემბერი - ზეპირი გამოცდა
  • ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიისთვის - 2022 წლის 1, 2, 5, 6   სექტემბერი - ზეპირი გამოცდა
  • თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება - 2022 წლის 1  სექტემბერი - ზეპირი გამოცდა
  • თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები - 2022 წლის 5, 7 სექტემბერი - წერითი და ზეპირი გამოცდა
  • პროგრამული ინჟინერია - 2022 წლის 1, 2, 5, 6   სექტემბერი - წერითი გამოცდა

დეტალური ინფორმაცია ინგლისური ენის გამოცდის, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების, დროის, პლატფორმის და ადგილმდებარეობის  შესახებ უნივერსიტეტის ვებ - გვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 29 აგვისტოსი.


პირველადი შედეგების გამოქვეყნება, აპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდების პირველადი შედეგები უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2022  წლის 9 სექტემბერს. 

მაგისტრობის კანდიდატებმა საპრეტენზიო განაცხადები უნდა გადმოაგზავნონ 2022  წლის 9 და 10 სექტემბერს 18 საათის ჩათვლით, ელ. მისამართზე bte@iliauni.edu.ge .

ზეპირი გამოცდების სააპელაციო განრიგი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2022 წლის 12 სექტემბერს.

მაგისტრობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2022 წლის 15 სექტემბერს.


ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

  1. ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2022 წლის 16- 17 სექტემბერი,
  2. სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2022 წლის 19-20 სექტემბერი,

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილიწესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოცხადდება ძალადაკარგულად.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ 
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს
032 2 22 00 09 (180)
masters_bte@iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!

2022 წელი

 

 

ბანერები