ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მეტყველების დარღვევის მქონე 4-დან 12 წლამდე ბავშვები – კონსულტაცია და თერაპია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში 4-დან 12 წლამდე მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებს სთავაზობს რამდენიმე სახის კონსულტაცია-თერაპიას.

მეტყველების დარღვევაში იგულისხმება, თუ ბავშვს:

  • აქვს ბგერების წარმოთქმის სირთულე - უჭირს ცალკეული ბგერების წარმოთქმა, ანაცვლებს ბგერებს სხვა ბგერით ან ტოვებს ბგერებს და მარცვლებს სიტყვებში;
  • მეტყველება რთულად გასაგებია გარშემომყოფებისთვის.

ენისა და მეტყველების თერაპევტები და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სუპერვიზიით შეაფასებენ მეტყველების განვითარებას, დაგეგმავენ და განახორციელებენ ინტერვენციას, გასცემენ წერილობით რეკომენდაციებს.

კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში უფასოდ მიიღებენ ბავშვები მაღალი ხარისხის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას (სულ 12 სესია).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/sqtCHkqtGPbJkvse6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 13 თებერვალი.

ადგილები შეზღუდულია – შესაძლებელია მხოლოდ 15 ბავშვის მიღება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 595 69 99 91

2024

ბანერები