ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მედიცინის სკოლის პროფესორების თანაავტორობით სამეცნიერო ნაშრომი გავლენიან გამოცემაში Leukemia გამოქვეყნდა

ახალი ამბები

გავლენიან გამოცემაში Leukemia  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე აბიათარისა და ამავე სკოლის პროფესორის, სოფია ადამიას თანაავტორობით სამეცნიერო ნაშრომი "The effects of MicroRNA deregulation on pre-RNA processing network in multiple myelom"  გამოქვეყნდა.

კვლევის აღწერა
მრავლობითი მიელომა მძიმე ავთვისებიანი დაავადებაა, რომელიც მოიცავს კიბოს ყოველი ახალი შემთხვევის 1.8%-ს. მრავლობითი მიელომის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიკრო-რნმ-დამოკიდებული გენების ექსპრესიისა და ი-რნმ-ის სპლაისინგის რეგულაცია. კვლევაში ტრანსკრიფციის დონეზე გამოკვლეული იქნა მიკრო-რნმ-დამოკიდებული სპლაისინგის რეგულაცია. კვლევამ აჩვენა, რომ იმ მიკრო-რნმ-ების დიდი უმრავლესობა, რომელთა ექსპრესია შეცვლილია მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტების CD138+ უჯრედებში, მაგრამ არა ჯანმრთელი ადამიანის CD138+ პლაზმურ უჯრედებში, ზემოქმედებენ პრეი-რნმ-ის სპლაისინგის გენებზე. ასევე გამოვლენილი იქნა მიკრო-რნმ-ები, რომლებიც ზემოქმედებენ იმ ძირითად სპლაისინგ ფაქტორებსა და მოდიფიკატორებზე, რომლებიც იწვევენ დარღვეულ/აბერანტულ სპლაისინგს მრავლობით მიელომაში. კვლევის შედეგები გვაძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ დერეგულირებულ მიკრო-რნმ–ებზე ზემოქმედებით შეგვიძლია უკუვაქციოთ აბერანტული სპლაისინგი და გავაუმჯობესოთ მრავლობითი მიელომით დაავადებულ პაციენტთა გამოსავალი.

ნაშრომი ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6901818/

სამეცნიერო სტატია

Adamia S, Abiatari I, Amin SB, et al. The effects of MicroRNA deregulation on pre-RNA processing network in multiple myeloma. Leukemia. 2020;34(1):167-179. doi:10.1038/s41375-019-0498-5

კონტაქტი

 

ბანერები