ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მეცნიერებმა კუდფეხიანების ორი ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ახალი ამბები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა შალვა ბარჯაძემ ამერიკელ კოლეგა ფელიპე სოტო-ადამესსა და ესპანელ რაფაელ ხორდანასთან ერთად მეცნიერებისათვის ახალი კუდფეხიანების ორი სახეობა აღწერა.

Plutomurus pichkhaiai sp. nov. გარახასა და ლეწურწუმეს მღვიმეებიდან და P. shurubumuensis sp. nov. შურუბუმუს მღვიმიდან (ჩხოროწყუს რაიონი, დასავლეთ საქართველო) აღწერილი და ილუსტრირებულია. ახალი სახეობები ძალიან ჰგვანან P. kelasuricus-ს წებელდას კარსტული მასივის ფორმაციიდან (აფხაზეთი, საქართველო), თუმცა განსხვავდებიან უკანა ტიბიოტარზუსზე 2 შიდა ეკლისმაგვარი ჯაგრებით (P. kelasuricus-ს მხოლოდ 1 აქვს), ასევე იმით, რომ უკავიათ განსხვავებული და იზოლირებული მღვიმური ფორმაციები, რომლებიც ერთმანეთისაგან დაახლოებით 100 კმ. გეოგრაფიული მანძილითაა დაშორებული. უზრუნველყოფილია გვარ Plutomurus–ის 6 პრელაბრალური ჯაგრების მქონე სახეობების სარკვევი.

სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ Zootaxa-ში.
სტატია იხ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები