მეცნიერების პოპულარიზაციისათვის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი
ახალი ამბები
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში: შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო”.
პროექტის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2022 წლის სექტემბრიდან 15 კვირის (აკადემიური სემესტრი) განმავლობაში მოსწავლეებისთვის თანამედროვე კოსმოლოგიის შესახებ ლექციათა კურსის ჩატარება როგორც ონლაინ, ასევე შეხვედრების ფორმატში. ლექციები გაიმართება ყოველ შაბათს – 3 (აკადემიური) საათი. ლექცია-სემინარების წარმართვაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი და მაგისტრანტი სტუდენტები. პროექტის ფარგლებში კოსმოლოგიისა და გრავიტაციის ჯგუფის წევრებისგან დაკომპლექტებული სამეცნიერო გუნდი ცოდნის გასაღრმავებლად შეარჩევს მოტივირებულ სტუდენტებს.
ყველა მასალა პროექტისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე განთავსდება.
პროექტის სამეცნიერო და ადმინისტრაციული გუნდი:
- მიხეილ მაზიაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- თინათინ კახნიაშვილი, კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
- ლადო სამუშია, მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
- ბარათ რათრა, საერთაშორისო კონსულტანტი (კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ
- მზია ბარათელი, პროექტის მენეჯერი