ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მასწავლებლის მომზადების საგანმნათლებლო პროგრამების საბოლოო შედეგები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით

ახალი ამბები

წარმოგიდგენთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების საბოლოო შედეგებს აპელაციის შედეგების გათვალისწინებით. 

ხელშეკრულებები გაფორმდება ძირითადი სიის წარმომადგენლებთან 

29 სექტემბრის 10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი E კორპუსი,  ქ. ჩოლოყაშვილის N3/5, უნიფუდის მიმდებარე ტერიტორია)

2020 წლის 29 სექტემბერის 18 საათამდე ძირითადი სიების მიხედვით აპლიკანტების  გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდებათ თვითდაფინანსებულ და სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატებს რეიტინგის გათვალისწინებით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თაობაზე მათ ეცნობებათ 29 სექტემბრის 18 საათის შემდეგ.

 სათადარიგო და თვითდაფინანსებით ჩარიცხულ პირებთან, გარდა დაწყებითი განათლების მიმართულების აპლიკანტებისა  ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 30 სექტემბერს. 

თვითდაფინანსებით ჩარიცხულ პირებთან – დილის 10:00-დან 13:00 საათამდე  (მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი E კორპუსი,  ქ. ჩოლოყაშვილის N3/5, უნიფუდის მიმდებარე ტერიტორია)   

სათადარიგო სიით ჩარიცხულ პირებთან – 14:00-დან 18:00 საათამდე  (მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი E კორპუსი,  ქ. ჩოლოყაშვილის N3/5, უნიფუდის მიმდებარე ტერიტორია)

თვითდაფინანსებით ჩარიცხულ პირებთან – დილის 10:00-დან 13:00 საათამდე  (მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი E კორპუსი,  ქ. ჩოლოყაშვილის N3/5, უნიფუდის მიმდებარე ტერიტორია)   

სათადარიგო სიით ჩარიცხულ პირებთან – 14:00-დან 18:00 საათამდე  (მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი E კორპუსი,  ქ. ჩოლოყაშვილის N3/5, უნიფუდის მიმდებარე ტერიტორია)

გაითვალისწინეთ, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი; 

გ) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გაცემული ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით; 

დ) მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებლის სერტიფიკატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი; 

ე) 1 ცალი 3/4 -ზე ფოტოსურათი; 

ვ) ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; 

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ფაკულტეტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში – განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის). 

ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები