მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ლოუელის ფიზიკისა და გამოყენებითი ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ნიშანტ აგარვალის მხარდაჭერის წერილი
განცხადებები
პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს,
მოგმართავთ საერთაშორისო აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეგებთან მჭიდრო და ნაყოფიერი სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად ვახორციელებ საგრანტო პროექტს “გრავიტონის მასის შეზღუდვები კოსმოლოგიური და გრავიტაციული ტალღების დაკვირვებების საფუძველზე“, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2025 წლის ივნისიდან 2028 წლის მაისამდე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი პუბლიკაციის გამოქვეყნება დარგის წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში, ასევე ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რამდენიმე დოქტორანტის სადოქტორო კვლევაში.
გულწრფელად მაწუხებს ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია უნივერსიტეტში პროგრამების შემცირებისა და სტუდენტთა მიღების კვოტების კლების შესახებ. პატივს ვცემ უნივერსიტეტის შიდა გადაწყვეტილებებსა და მის ავტონომიას, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი მიმდინარე პროექტის წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული სტაბილურ აკადემიურ გარემოზე, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალისა და მოტივირებული სტუდენტების ჩართულობაზე.
იმედს ვიტოვებ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს უნივერსიტეტის აკადემიური სტანდარტებისა და კვლევითი ხარისხის შენარჩუნებას და არ დააზიანებს მის რეპუტაციას სანდო პარტნიორის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში.
ნიშანტ აგარვალი
2026