ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მარკუს პენელის სემინარებისა და შეხვედრების ციკლი დასრულდა

ახალი ამბები

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუმარი იყო მარკუს პენელი, O&O Baukunst-ის ბერლინის ოფისის ხელმძღვანელი.

მარკუს პენელმა სტუდენტებისთვის ჩაატარა სემინარი: ''Public Street for Public Life'', რომლის მიზანი იყო, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების მიმართულებით მომუშავე სტუდენტებს შეესწავლათ ურბანული დაგეგმარების ძირითადი პრინციპები და თავისებურებები. 3 დღის განმავლობაში სტუდენტებმა შეასრულეს დავალება – შეიმუშავეს ჭავჭავაძის გამზირის განვითარების გეგმა. შესასრულებელი დავალების თემატიკის მიხედვით მონაწილენი გაიყვნენ შემდეგ ჯგუფებად (ორ-ორი სტუდენტი): მობილობის ჯგუფი, მასალისა და განათების ჯგუფი, არქიტექტურული ნაწილის, ხელოვნებისა და ხაზების ჯგუფები. თითოეულ მათგანს დავალებული ჰქონდა კონკრეტული ნაწილის შესწავლა, ანალიზი და საპროექტო წინადადების შემუშავება. თითოეულს დამოუკიდებლად უნდა ემუშავა, მაგრამ, ამავე დროს,უნდა გაეზიარებინა სხვა ჯგუფის კონცეფცია. შესრულებული სამუშაო მათ არქიტექტურის მიმართულების სხვა სტუდენტებს წარუდგინეს. დასასრულს ახალგაზრდებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა.

ვიზიტის ფარგლებში მარკუს პენელი აგრეთვე შეხვდა პრაქტიკოს არქიტექტორებს, ურბანისტებსა და მომიჯნავე სპეციალისტებს. გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: ''Public Street for Public Life''.

ასევე გაიმართა შეხვედრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე განიხილეს ბერლინის მიწათსარგებლობის გეგმის ძირითადი დეტალები და ისტორიულ უბნებში თანამედროვე ნაგებობებათა პროექტირების პრაქტიკა. მარკუს პენელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს ევროპის სხვადასხვა ქალაქის განაშენიანების ტენდენციებთან, სატრანსპორტო ქსელსა და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით. 

ბანერები