ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსები

ახალი ამბები

კლაიპედის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ლიეტუვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე, რომლებიც ფინანსდება ლიეტუვის სახელმწიფოს მიერ განათლების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდის მონაწილეობით.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების სტუდენტებს;
  • აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს;
  • ლიეტუვური წარმოშობის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

საზაფხულო კურსის მიზანია მონაწილეებისთვის ლიეტუვური ენის ცოდნის გაღრმავება და ლიეტუვის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე საზოგადოების შესახებ ცოდნის გაფართოება აკადემიურ და ინტერკულტურულ გარემოში.

მონაწილეებისთვის განსაზღვრულია სტიპენდია 962 ევროს ოდენობით.

კურსის ხანგრძლივობა: 2026 წლის 2-31 ივლისი

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 17 მარტი, 23:59 (GMT+3)

განაცხადის წარდგენის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

იხილეთ  სააპლიკაციო ფორმა.

2026

ბანერები