ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ლექციათა ციკლი „კორეის ისტორია, ეკონომიკა და კულტურა“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს სასერტიფიკატო კურსს: „კორეის ისტორია, ეკონომიკა და კულტურა“, რომელსაც გაუძღვება ინჰას უნივერსიტეტის პროფესორი, იუიკონ კიმი.

კურსის მსმენელები გაეცნობიან კორეის ისტორიისა და კულტურის ისტორიულ ცვლილებებსა და განვითარებას, ასევე მიიღებენ ინფორმაციას კორეელი ხალხისა და საზოგადოების შესახებ.

კურსი მოიცავს ოთხ ნაწილს მოიცავს,ესენია:

  • კორეის ისტორია;
  • ეკონომიკური განვითარება;
  • დემოკრატიზაცია და უნიფიკაცია;
  • ჩრდილოეთი კორეა.

მსმენელებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ კორეული საზოგადოებისათვის აქტუალურია ძირითად მოვლენებსა და საკითხებს გააანალიზონ, მათი მიზეზები და ეფექტები.

კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა (19 ოქტომბრიდან ყოველ ოთხშაბათს)

სამუშაო ენა: ინგლისური

ფორმატი: დისტანციური (პროგრამა zoom-ის გამოყენებით)

ვის შეუძლია დასწრება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტი

როგორ გაიცემა სერტიფიკატი: კურსის ბოლოს მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც გადაეცემათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

ლექციათა განრიგის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

კურსზე რეგისტრაციის მსურველებს გთხოვთ, 10 ოქტომბრის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელფოსტაზე: tamta.abuladze@iliauni.edu.ge

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 13 ოქტომბრისა.

2022 წელი

ბანერები