ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები 2026-2027 აკადემიური წლისთვის
სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები
ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევით/სასწავლო პროგრამებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
სტიპენდიატები ორი სასწავლო სემესტრით ეწვევიან პოლონეთის ერთ-ერთ აკადემიურ ცენტრს (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელი და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურებას, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა დარგის 40 წლამდე ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ხარისხის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 1-ელი მარტი
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორებს ელფოსტაზე: kirkland@kirkland.edu.pl
ლეინ კირკლენდის კვლევითი სასტიპენდიო პროგრამა
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 45 წლამდე მკვლევრებს, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და უკავიათ აკადემიური თანამდებობა; კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვლევის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება.
პროგრამით ფინანსდება ერთსემესტრიანი კვლევითი ვიზიტი პოლონეთის კვლევით ცენტრებში. გრანტი ითვალისწინებს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელ და სადაზღვევო ხარჯებს, ისე ყოველთვიურ სტიპენდიას.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 1-ელი მარტი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
2026