ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 აკადემიური წლისთვის
ახალი ამბები
საქართველოსა და ლატვიის მთავრობებს შორის შეთანხმების ფარგლებში ლატვიის მთავრობა 2026-2027 აკადემიური წლისთვის აცხადებს სტიპენდიებს ლატვიის უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
სტიპენდიის მიღება შესაძლებელია ლატვიის უმაღლესი სასწავლებლების სასურველ მიმართულებაზე.
სასწავლო პროგრამები იხილეთ ბმულზე.
ყოველთვიური სტიპენდია
- 500 ევრო – ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის;
- 600 ევრო – მაგისტრატურის სტუდენტებისთვის;
- 700 ევრო – დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.
სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა სააპლიკაციო ფორმის შევსება და საჭირო დოკუმენტების წარდგენა ბმულზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 1-ელი აპრილი
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
დაინტერესებულ სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს ასევე შეუძლიათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა.
საზაფხულო სკოლის სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაუგზავნონ უშუალოდ საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებს, რომლებიც აპლიკანტებს კონკურსის შედეგებს აცნობებენ.
საზაფხულო სკოლის სტიპენდია 1000 ევროა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 1-ელი აპრილი
2026