ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიისთვის მანტიების გაცემა დაიწყო

ახალი ამბები

მოგესალმებით და გილოცავთ – სულ მალე თქვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხს მიიღებთ!

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიისთვის, რომელიც, ტრადიციულად, ქუდების ცაში აყრით დამთავრდება, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი იწყებს მანტიების დარიგებას.

მანტიები გაიცემა განრიგის მიხედვით, 15-დან 26 ივლისის ჩათვლით, ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-დან 21:00 საათამდე, ორი ადგილიდან:

  • A კორპუსის ფოიედან (ი. ჭავჭავაძის N32) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და სამართლის სკოლის კურსდამთავრებულებისთვის;
  • F105 ოთახიდან (ქ. ჩოლოყაშვილის N 3/5) ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტისა და სამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის.

მანტიები გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც 2019 წლის გაზაფხულის ან შემოდგომის სემესტრში დაასრულეს სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერიტეტში.

თუ სწავლა 2018-2019 წლის შემოდგომის სემესტრში დაამთავრეთ ან გაზაფხულის სემესტრში ამთავრებთ, განრიგში თქვენი სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული თარიღი მოძებნეთ და შესაბამის ლოკაციაზე მიბრძანდით, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

მანტიების გაცემის განრიგი.

მანტიების გაცემის განრიგი.

მანტიების უკან დაბრუნებას შეძლებთ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის დროს შესაბამის პუნქტებში, ასევე სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის F105 ოთახში 29 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-დან 21:00 საათამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დიპლომების განყოფილება დიპლომს არ გასცემს იმ შემთხვევაში, თუ გატანილი მანტია დროულად არ გაქვთ დაბრუნებული.

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

☏ 032 2 22 00 09 (270)

student.affairs@iliauni.edu.ge

➳ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F105 ოთახი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

Facebook

ბანერები