ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კრიშტოფ სკუბიშევსკის სტიპენდია

ახალი ამბები

გაცნობებთ, რომ პოლონეთში კვლევითი ვიზიტის განსახორციელებლად გამოცხადდა კონკურსი კრიშტოფ სკუბიშევსკის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში 2020/21 აკადემიური წლისათვის.

სტიპენდიის მიზანია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა. 

პოლონეთის უნივერსიტეტებში კვლევითი პროექტის განხორციელება შესაძლებელია სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებების ან თანამედროვე ისტორიის მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია 3-თვემდე ვიზიტის დაფინანსება. 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი აკადემიური მიღწევები თავიანთ სფეროში. 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 8 აპრილი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: http://www.skubi.net/index-en.html

ბანერები