ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონკურსის „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ ფინალისტები ცნობილია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ ფინალისტი კონკურსანტების ვინაობა ცნობილია.

კონკურსის მონაწილე VIII-XII კლასების მოსწავლეებმა მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოებების ან პერსონაჟების ქართულენოვანი ჩეთბოტები შექმნეს. მათგან ოთხ საუკეთესოს პროექტის ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს.

პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ ფინალისტები არიან:

  • როდინაულის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ხოხიაშვილი – დათა თუთაშხიას ენობრივი ასლი – https://bit.ly/3BT0tul  
  • ფოთის მე-15 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ნინო გორგაძე – ილია ჭავჭავაძის ენობრივი ასლი – https://bit.ly/3tjjoeJ  
  • კეხიჯვარის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ხატია კაბისაშვილი – Jason-ის ენობრივი ასლი – https://bit.ly/2X1HjDF  
  • სადუნის სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ დარასელია – შერლოკ ჰოლმსის ენობრივი ასლი – https://bit.ly/3yRq2d2  

მოსწავლეების მიერ შექმნილ ჩეთბოტებს შეაფასებენ დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე, მწერალი ზურა ჯიშკარიანი, მწერალი და Next.on.ge-ის სამეცნიერო რედაქტორი დათო სამნიაშვილი.

გაეცანი პროექტის მონაწილეთა შექმნილ ჩეთბოტებს, მხარი დაუჭირე კონკურსანტებს და დაუმეგობრდი მათ მიერ შექმნილ ილია ჭავჭავაძის, დათა თუთაშხიას, jason-ისა და შერლოკ ჰოლმსის ენობრივ ასლებს. 

2022 წელი

ბანერები