ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონკურსი 2017-2018 სასწავლო წლისათვის ილიაუნის ბაკალავრიატის პროგრამების სტუდენტებისათვის, რომელთა სწავლის საფასურს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო

გამოცხადდა ვაკანტური ადგილები 2017-2018 სასწავლო წლისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზეც პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების ფარგლებში სწავლის საფასურს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე 2017-2018 სასწავლო წლისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირველი წლის  სტუდენტებისათვის ილიაუნი აცხადებს კონკურსს

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის შემდეგ პროგრამებსა და ვაკანსიებზე:

  • ჰუმანიტარული მეცნიერებები: ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 3 ადგილი;
  •  ჰუმანიტარული მეცნიერებები: ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 4 ადგილი.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 1 ადგილი

კონკურში მონაწილეობა ეზღუდებათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

ა) სტუდენტს, რომელსაც უკვე მოპოვებული აქვს პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსება;

ბ) სტუდენტს, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტი სრული ოდენობით;

გ) სტუდენტს, რომელსაც ერთხელ უკვე მოპოვებული აქვს ბაკალავრიატის საფეხურზე სახელმწიფო დაფინანსება;

დ) სტუდენტს, რომელიც უნივერსიტეტს 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩარიცხვის შესახებ განაცხადით მიმართავს რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადის დარღვევით;

ე) სტუდენტს, რომელიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ აგრძელებს სწავლას ბაკალავრიატის საფეხურზე;

ვ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის იმ სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს მეოთხე გამოცდა,

ზ) სტუდენტს, რომელიც 2017 წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ან ბიზნესის სკოლაში.

არსებული ვაკანსიების ფარგლებში სტუდენტს შეუძლია, განაცხადი გააკეთოს რექტორის სახელზე სასურველი პროგრამის მითითებით 2017 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე (ქ. ჩოლოყაშვილის N3/5).

დასაფინანსებელი სტუდენტები პროგრამებზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში შეირჩევიან 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული საკონკურსო ქულების მიხედვით.

პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებს კონკურსში მონაწილე ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე სტუდენტი. თანაბარი საკონკურსო ქულის არსებობის შემთხვევაში შერჩევა მოხდება 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.

იხ. ბრძანება

ბანერები