ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონფერენცია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა“

ღონისძიებები

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად აწყობს კონფერენციას თემაზე „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა“.

კონფერენციის მიზანია სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით სახელმწიფოში არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებზე, ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციებსა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის მიზნით არსებულ სახელმწიფო სერვისებზე. 

კონფერენცია გაიმართება 2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (მის.. ანა პოლიტკოვსკაიას N1).

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის მოქმედი სტატუსის მქონე სტუდენტებს.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 13 ნოემბრის 17:00 საათისა!

სარეგისტრაციო ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ ეწვიონ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს.

ბანერები