ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სეისმური ქსელის განვითარების პროექტის სამუშაო შეხვედრა

ახალი ამბები

2018 წლის 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით სასტუმროში „თბილისი მერიოტი“ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ვორქშოფის ფარგლებში ახალი რეგიონული პროექტის სამუშაო ვერსიას წარადგენენ. პროექტი, რომლის ლიდერიც საქართველოა,  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სეისმური ქსელის განვითარებას ითვალისწინებს. საქართველოდან პროექტში წამყვანი როლი ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს უჭირავს.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტის სეისმური თანამშრომლობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. პროექტს ორგანიზებას გაუწევს უკრაინისა და ყაზახეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრები (STCU, ISTC). პროექტის მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი.

სეისმური ქსელის განვითარება და თანამედროვე სწრაფი შეტყობინების სისტემის იმპლემენტაცია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სეისმური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების აუცილებელი წინაპირობაა. თანამედროვე სეისმური ქსელის ინსატალაციასა და ოპერირებას პროექტის ფარგლებში აშშ-ს წამყვანი მეცნიერები განახორციელებენ.

აშშ-ს მხრიდან მონაწილე ორგანიზაციებია: IRIS - 120 უნივერსიტეტის კონსორციუმი, რომელიც პასუხისმგებელია სეისმური ქსელის მუშაობაზე, სეისმური მონაცემების შეგროვებაზე, დამუშავებასა და გავრცელებაზე; LLNL - ლოურენს ლივერმორის ნაციონალური ლაბორატორია; USGS- აშშ-ს გეოლოგიური სამსახური; LBNL-ბერკლის უნივერსიტეტის სეისმური ლაბორატორია.

ბანერები