ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

,,ისტორიის რეკონსტრუქციები“ – აკადემიური ჟურნალის მესამე ნომერი

ახალი ამბები

აკადემიური ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“ შეიქმნა 2015 წელს. პროექტის მიზანია თანამედროვე საქართველოს ისტორიულ-კულტურული კონტექსტის რეკონსტრუქციის ხელშეწყობა. ჟურნალს გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა ჟურნალმა „ისტორიის რეკონსტრუქციები„ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (SovLab) და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით დაასრულა მუშაობა აკადემიური ჟურნალის „ისტორიის რეკონსტრუქციები“ მესამე, სპეციალურ, ნომერზე „საბჭოთა ტრავმა – საქართველოს ცოცხალი მემკვიდრეობა“ (Soviet Trauma as Georgia's Living Heritage).

ჟურნალის  სპეციალური გამოცემა დაეთმო 1937-1938 წწ. რეპრესიების ბუნებისა და მაგალითების, მათი რეზონანსის ანალიზს.

სპეციალური ნომერის რედაქტორებად მოწვეულები იყვნენ დავით ჯიშკარიანი და თამარ თოლორდავა.  

ბანერები