ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

24 დეკემბერს დაიწყო ჰაკათონი, რომელშიც მონაწილეობდნენ VIII-XII კლასების მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით. მათ მსოფლიო ლიტერატურის შერჩეული პერსონაჟებისა თუ მწერლების ჩეთბოტებზე 48 საათის განმავლობაში იმუშავეს.

მუშაობის პროცესში მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ანიმა ჩეთბოტიქსის თანამშრომლები.

26 დეკემბერს კონკურსის ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები გამოავლინა.

პირველ ადგილზე გავიდა რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლიზი ხურციძე. მან ტერენტი გრანელის ენობრივი ასლი შექმნა. ლიზის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სასაჩუქრე ნაკრებს გადასცემს.

მეორე ადგილი დაიკავა ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გვანცა დენოსაშვილმა ტერენტი გრანელის ჩეთბოტის შექმნისთვის.

მესამე ადგილზე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარიამ კოღუაშვილი გავიდა. მან გრიგოლ ხანძთელის ენობრივი ასლი შექმნა.

სამივე მონაწილე საბას ელექტრონული წიგნების პორტალზე 1-წლიან ულიმიტო წვდომას მიიღებს.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:

  • საბა ჯაჯანიძე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი
  • თემო ჩიჩუა, პროგრამული ინჟინერი, ანიმა ჩეთბოტიქსის დეველოპერი
  • თამთა პაპუკაშვილი, ანიმა ჩეთბოტიქსისა და განათლების სამინისტროს ელექტრონული რესურსების ნარატივდიზაინერი

 2022

 

 

ბანერები