ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინტენსიური ონლაინსტარტაპის ბუთქემფი

ახალი ამბები

4-5 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუმაუთ პრეაქსელერატორის ორგანიზებით მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ინტენსიური ონლაინსტარტაპის ბუთქემფი გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და სტუდენტური საწარმოების შექმნის წახალისებას.

ორდღიან ინტენსიურ ონლაინბუთქემფზე სტუდენტები პრაქტიკული ვორკშოპებით გაეცნენ სტრატაპის შექმნის, ბიზნესის დაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრინციპებს.

ბუთქემფზე გამოყენებულ იქნა იდეის მენეჯმენტის ბრიტანული ონლაინპლატფორმა, რომელიც სტუდენტებს სამომავლოდ იდეის განვითარებაში, მომხმარებელთა პროფილების, კონკურენტების ანალიზსა და ღირებულებების განსაზღვრაში დაეხმარება.

ინტენსიური ონლაინსტარტაპის ბუთქემფის თითოეულმა მონაწილემ მიიღო ექსკლუზიური, ულიმიტო და სრულიად უსასყიდლო წვდომა აღნიშნულ პლატფორმაზე, რისი საშუალებითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ და დაამუშავონ ბიზნესიდეები და დატესტონ ბაზარზე გასვლის სტრატეგია.

ბუთქემფს გაუძღვა ბრისტოლის უნივერსიტეტის ლექტორი ლორენ დევისი.

ბუთქემფი გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ბანერები