ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინტენსიური ბუთქემფი ,,იფიქრე, როგორც მეწარმემ“

ახალი ამბები

16 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართა ბუთქემფის ინტენსიური სესია, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და სტუდენტური საწარმოების შექმნის წახალისებას.

ღონისძიებაზე სტუდენტები პრაქტიკული ვორკშოპებით გაეცნენ სტრატაპის შექმნის, ბიზნესის დაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრინციპებს.

მას  უძღვებოდნენ ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის  დირექტორი, პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი და ბრისტოლის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ლექტორი პოლ ჰინჩკლიფი.

ბუთქემფი გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები