ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ბაკურიანში 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის. ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ბანაკი მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. 

პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ჯეოლაბი, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი.

ბანაკის მთავარი სალექციო თემა იქნება ბიოტექნოლოგიები და ბიოინჟინერია.

სტუდენტები ასევე შეისწავლიან მეწარმეობისა და სტარტაპის შექმნის საკითხებს. 

ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური იდეების შექმნაზე.

ბანაკის დასრულების შემდგომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი და ფაბლაბ ილიაუნი აქტიურად იმუშავებენ მსურველ სტუდენტებთან იდეების ხელშესახებ „პროდუქტად“ გარდასაქმნელად. 

ვის შეუძლია მონაწილეობა:

საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიოლოგიის, ბიოქიმიის, კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებს. მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან მათი გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით. 

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით https://forms.gle/MRibEfZXUNhZ6oMG9

შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:  bootcamp@gita.gov.ge 

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 სექტემბერი, 23:59.  

ბანერები