ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინფორმაციის მოძიებისა და სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავების ტრენინგი

ახალი ამბები

2020 წლის 1 დეკემბერს საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის გაიმართება ინფორმაციის მოძიებისა და სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავების ტრენინგი. 

საკვანძო თემები და საკითხები:

  • აკადემიური ბაზების ეფექტური გამოყენება - როგორ დავახარისხოთ სამეცნიერო რესურსები და რა უნდა ვიცოდეთ, სანამ დავიწყებთ წყაროების მოძიებას;
  • როგორ გამოვიყენოთ სამეცნიერო ბაზები: ProQuest Dissertations and Theses Global; ProQuest Research Library; Sage Publishing; Taylor and Francis Online; ScienceDirect.
  • როგორ ფასდება სამეცნიერო წყაროების სანდოობა (ციტირების ინდექსი; h-ინდექსი და იმპაქტ-ფაქტორი). მოხდება Scopus-ის, Web of Science-ის და Journal Citation Report-ის გამოყენების დემონსტრირება.
  • როგორ გამოვიყენოთ ილიაუნის ბიბლიოთეკის ბაზები.
  • წყაროების დამოწმების მართვის სისტემები - Mendeley, Endnote.

ტრენინგი სასარგებლო იქნება დამწყები მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამზადებს კვლევით სტატიას სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად. დამსწრეებს ექნებათ აქტიური მონაწილოებისა და სასემინარო საკითხების განხილვის შესაძლებლობა.

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15
ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 საათი (დასაწყისი: დილის 10 სთ)
სამუშაო ენა: ქართული

ტრენინგი ჩატარდება Zoom შეხვედრის ფორმატით ქართულ ენაზე. ის გამიზნულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის II-VIII სემესტრის დოქტორანტებისთვის, რომლებსაც აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი.
უპირატესობა მიენიჭებათ საერთაშორისო სადოქტორო სკოლის კოტუტელის მოდელზე დაფუძნებული პროგრამების დოქტორანტებს. კანდიდატების შერჩევა მოხდება ადრე დარეგისტრირების პრინციპით, დანარჩენი აპლიკანტები კი აღირიცხებიან სარეზერვო სიაში.
სამი დღის ადრე გაფრთხილების გარეშე ტრენინგის გაცდენის შემთხვევაში შერჩეული კანდიდატი ვერ შეძლებს ტრენინგზე დასწრებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში.
განაცხადის შევსების ბოლოო ვადაა 25 ნოემბერი, 18:00. არასრული და დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. განაცხადის შესავსებად გამოიყენეთ ბმული:
https://docs.google.com/forms/d/1e_LIvZhkl73Jz2JC4DZ-DiE_q9R3zAZ5AB7szkQ58Yg/edit

ტრენინგი ხორციელდება ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით.

ტრენერის შესახებ:
გიგა ხოსიტაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეა. იგი ათი წელია, რაც ილიაუნის ბიბლიოთეკაში მუშაობს. გიგას აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციის მენეჯმენტის მიმართულებით (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ხოლო სტუდენტთა მობილობის პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ტალინის უნივერსიტეტსა (ესტონეთი) დამიდლსექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი). 2011 წლიდან მან სტაჟირება გაიარა ლინკოპინგისა და უფსალას უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში (შვედეთი), ასევე ვალადოლიდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (ესპანეთი), პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია) და სხვა. გიგა რამდენიმე კურსს ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრში. მის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

ბანერები